სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ალავერდი, კოღოთო). მდებარეობს ალაზნის ვაკეზე. ზღვის დონიდან 520 მეტრი, ახმეტიდან 17 კილომეტრი.
istoria
ოჟიო ისტორიულ წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ალექსანდრე I-ს (1412-1442 წწ.) სოფელი სვეტიცხოვლისთვის შეუწირავს. XVI საუკუნის შუა წლებიდან ანდრონიკაშვილებს ეკუთვნოდა. XVII საუკუნიდან სოფლის ყმა-მამულზე წილი დაუდევს ალავერდის წმინდა გიორგის მონასტერსაც. სოფელი ოჟიო, როგორც მნიშვნელოვანი პუნქტი, XVIII საუკუნის გერმანელ მეცნიერსა და მოგზაურს ი. ა. გიულდენშტედტსაც აქვს მოხსენიებული. XVI-XVIII საუკუნეებში, იმდროინდელი ტერიტორიული დაყოფით, ოჟიო შედიოდა თიანეთის სამოურავოში, რომელსაც ჩოლოყაშვილები განაგებდნენ. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ სოფელი თიანეთის მაზრაში შევიდა.
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 680 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
2002 |
810 |
396 |
414 |
2014 |
680 |
347 |
333 |
cnobili adamianebi
|